ამ წუთისთვის ხანძარი ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში ლოკალიზებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა და მესამე-მეოთხე სართულებზე გავრცელდა. სრულიად განადგურებულია კორპუსში მდებარე 3 ბინა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქ იმყოფებოდნენ მუნიცუპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.