“ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფელ ბურნათში, მგზავრთა მოსაცდელზე გაკრულ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის დიმიტრი კორიფაძის საარცევნო პლაკატს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას პლაკატები გადააკრეს:
_ შემთხვევები, როცა “ოცნების” კოორდინატორები “ნაციონალების” საარჩევნო პლაკატებს აზიანებენ და მათ პლაკატებს აკრავენ ხშირია, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას პარტიაში და შესაბამისი ფოტო მასალაც მოგვაწოდებს.
“ქართული ოცნების” ჩოხატაურის საარჩევნო შტაბში კი ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებენ:
_ ჩვენი აგიტატორები, შტაბის წევრები მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ მსგავსი არ გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ნაგვის ურნებზე გაკრული პლაკატების მსგავსად, ახლაც პროვოკაციას აქვს ადგილი და ეს ისევ მათი ნამოქმედარია. მით უმეტეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი ქმედებების მდიდარი გამოცდილება აქვს, _ გვითხრა შტაბის ხელმძღვანელმა ზაალ მამალაძემ.
სტატია ქვეყნდება პროექტის “გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.