ჩოხატაურში, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ფინალური მატჩი ხიდისთავში ჩატარდა.
ფინალში ერთმანეთს ხიდისთავისა და დაბის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ჩოხატაურის დაბის გუნდმა ანგარიშით 3-1 მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს თასი მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გადასცა.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ტურნირი უკვე მეორე წელია ტარდება. მასში, დაბა ჩოხატაურთან ერთად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის გუნდი მონაწილეობდა.
ცნობისთვის, დუმბაძის თასი გასულ წელს ხიდისთავის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ქვენობნის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაბის გუნდს შეხვდა.