ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ონჭიკეთი- კოხის მიმართულებით.
გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები სურების მიმართულებით.
“ზემო სურებიდან დავიწყეთ და ჩამოვალთ ბუკისციხემდე, მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაწეული დახმარებისთვის, დენის ბოძები წაქცეულია და სადენებიც დაზიანებულია ჯგუფები მუშაობს აქტიურად და მალე აღვადგენთ ელექტროენერგიას სურების მიმართულებით”,_ ამბობს შარაშიძე.