24 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „გვეთამაშე“, რომელიც მოემსახურება 2-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს. ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისები:
ქცევის თერაპია; აკადემიური თერაპია; მეტყველების თერაპია; ფსიქოთერაპია; ფსიქოლოგის კონსულტაცია. ცენტრს უხელმძღვანელებს ფსიქოლოგი (ქცევის თერაპევტი) თამარ მალაციძე და სოფო ლომჯარია. აგრეთვე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ და ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრს „გვეთამაშეს“ შორის, რომლის ფარგლებშიც ცენტრი, ერთი წლის განმავლობაში, უფასოდ ისარგებლებს საოფისე ფართით. ცენტრი იმუშავებს: 10:00-18:00-მდე; მის: ნოდარ დუმბაძის ქ.#20 ტელ: 558965063, 599335618.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved