ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან 3 ყვითელი ავტობუსი გამოჩნდა.
როგორც მერიაში გვითხრეს, აღნიშნული ავტობუსები მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ გადმოსცა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით, ჯერ ფორმალური საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც განისაზღვრება რომელი მიმართულებით ივლის.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ დედაქალაქში სხვა ავტობუსებით ჩანაცვლებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების რეგიონებში გაგზავნა გასულ წელს დაიწყო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა მიმართულებით დაინიშნება ავტობუსები ჩოხატაურში.
“გურია ნიუსი” ინფორმაციას გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.