ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები იწყება.
საწყის ეტაპზე კრებები ჩატარდება შემდეგ სოფლებში: შუა სურებში, ბუკისციხესა და ქვაბღაში. საერთო კრებაზე განსახილველი საკითხია: „ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სოფლის განვითარების პერსპექტივები“. რა არის საერთო კრება? საერთო კრება არის კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის თვითორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი ფორმა, რომლის მიზანია მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. სოფლის მაცხოვრებლები ერთად იმსჯელებენ, რა მიმართულებით სურთ სოფლის განვითარება, რა პრობლემები დგას მათ წინაშე და როგორ სურთ მათი მოგვარება. საერთო კრებაზე, მოქალაქეების მიერ დასახელებული რეკომენდაციების მიხედვით მერია შეიმუშავებს შემდგომი წლების მუნიციპალიტეტის პოლიტიკას. დასახლების საერთო კრება ტარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved