ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში :ქართული ოცნების: მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ხელოვნების სასახლის თანამშრომელი კარს გასაღებით კეტავს და დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, რომლებზეც მითითებას შტაბის წევრები აძლევენ.
კითხვა _ რატომ დაკეტეს იმ შეხვედრის კარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებდა და რატომ არ უშვებენ ადამიანებს თავისუფლად, უპასუხოდ რჩება.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლანჩხუთსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენებია _ ზურაბიშვილს “ნაციონალური” მოძრაობის წევრები აქციებით ხვდებიან და ხშირია ფაქტები, როცა დაპირისპირება დარბაზშიც ხდება.