ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო ჯიბუტმა მიაწოდა.
ნატო ჯიბუტის თქმით, ტესტის ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
როგორც ცენტრის დირექტორმა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ჩოხატაურში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 4 ადამიანი იმყოფება.