ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევა გამოვლინდა. 37 დადებითი პასუხის შესახებ ცნობილი 35 პსრ ტესტის, 2 კი სწრაფი ტესტის შედეგად გახდა.
ინფიცირებულებს შორის სასწრაფოს პერსონალი და მედალფას თანამშრომელიცაა.
ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა სოფლებში გამოვლინდა.
„ინფიცირების ახალი შემთხვევები ჯვარცხმაში, ნაბეღლავში, ქვაბღაში, საჭამიასერში, ქვენობანში, ინტაბუეთში, ბუკისციხეში, გორაში, დაბაში, შუაფარცხმაში, საჯავახოში, ამაღლებაში, ზემო ფარცხმაში დაფიქსირდა.
ინფიცირებულებიდან მძიმე მდგომარეობაში არავინ არის“.