ამ წუთებში ხანძარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში.
სოსო ცინცაძის სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა სოსო ცინცაძე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე მაშველები.
როგორც “გურია ნიუსთან” მერის წარმომადგენელი დაბაში რევაზ ბერძენიშვილი ამბობს, ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი და დაბის მაჟორიტარი დეპუტატი. ხვალ შეფასდება მდგომარეობა და ოჯახს დროებით, სანამ სახლს აღადგენენ, ქირით გადაიყვანენ.
ოჯახი სოციალურად დაუცველია.