რუსმა დამპყრობლებმა, ტერნოპოლის ოლქის ქალაქ ჩორტკოვს ოთხი რაკეტა ესროლეს, რომლის შედეგადაც 21 ზრდასრული და 12 წლის ბავშვი დაშავდა, – ამის შესახებ ტერნოპოლის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ტრუშმა განაცხადა.
„გუშინ, 21:46 საათზე, განხორციელდა სარაკეტო შეტევა ტერნოპოლის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ჩორტკივის წინააღმდეგ. განადგურდა სამხედრო ობიექტის ნაწილი და დაზიანდა ოთხი სამოქალაქო ხუთსართულიანი შენობა. მსხვრეპლი არ არის, დაახლოებით 22 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. სამწუხაროდ, მათ შორის არის 12 წლის ბავშვი. თითქმის ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, _ განაცხადა ტრუშმა.
ავტორი