ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 ქვენობანში, 1 კი ბუკისციხეში დადასტურდა.
სულ გასული 24 საათის განმავლობაში კი ჩოხატაურში ინფიცირების 6 შემთხვევა დასტურდება.
როგორც გუშინ ვწერდით, გუშინ ჩატარებული სწრაფი ტესტების შედეგად ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა შემდეგ სოფლებში გოგოლესუბანში, გორაში, ჯვარცხმასა და დაბლაციხეში.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ჩოხატაურში სულ კორონავირუსით ინფიცირების 870 შემთხვევაა გამოვლინდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 718 ადამიანი, გარდაცვლილია 11.