ჰონდურასში, MOTAGUA -სა და HONDURAS PROGRESO-ს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზე, სტადიონზე, ჭყლეტვის შედეგად 4 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ჭყლეტვა ბილეთების დიდი რაოდენობით გაყიდვამ გამოიწვია, თუმცა საფეხბურთო გუნდი MOTAGUA ბილეთების დიდი რაოდენობით გაყიდვას უარყოფს და აცხადებს, რომ ჭყლეტვა ყალბი ბილეთების გავრცელებამ გამოიწვია.
„სავარაუდოდ, ხალხის ნაწილი სტადიონზე ყალბი ბილეთებით შემოვიდნენ. მათ ადგილები დაიკავეს, რითაც სხვებს სტადიონის დატოვება აიძულეს“,_ნათქვამია გუნდის განცხადებაში.
გუნდმა ასევე თანაგრძნობა გამოუცხადა შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
განცხადებაში გუნდმა ასევე აღნიშნა, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ზედამხედველობის ქვეშ მოხდა,ხოლო სტადიონს პოლიცია მატჩის დაწყბებამდე 48 საათით ადრე აკონტროლებდა.
მათ ასევე განაცხადეს, რომ გამოძიებას დაეხმარებიან.