ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს.
“მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა ორი პაციენტი, რომელებსაც ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვათ დიაგნოზი პაციენტებს _ ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად, სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე”, _ განაცხადა მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ.
ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა.