ჩრდილოეთ კორეას ლიდერის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ვიეტნამელი ქალი, დოან თი ჰოუნგი გაათავისუფლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას და ინდონეზიელ ქალს კიმ ჩენ ნამზე აკრძალული ქიმიური იარაღით თავდასხმაში ადანაშაულებდნენ.
შემთხვევა 2017 წლის თებერვალში, კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, დოან თი ჰოუნგმა, რომელმაც მალიზიის ციხეში 2 წელზე მეტი გაატარა, პროკურატურასთან შეთანხმება დადო და „ზიანის მიყენების“ ბრალდება აღიარა.
რაც შეეხება, მის თანამზრახველს, ინდონეზიელ სიტი აისუს, ის მარტში გაათავისუფლეს.
ბრალი კიდევ 4 მამაკაცს ედებათ, თუმცა, მათ მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ მალაიზია დატოვეს.
სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ნამის მკვლელობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა დაუკვეთა, თუმცა, ფხენიანი ბრალდებას უარყოფს.