
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო მოქალაქე საჯაროდ დახვრიტეს, _ამის შესახებ ინფორმაციას Radio Free Asia წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ ფხენიანის მკვიდრი გამოცემასთან აცხადებს, სიკვდილით დასჯილი პირი 50 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ჩინელი ბიზნესპარტნიორებისგან კონტრაბანდული საქონლის მიღებაში ადანაშაულებდნენ.
,,ნოემბრის ბოლოდან კორეის შრომის პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გაამკაცრა. მათ საჯაროდ დახვრიტეს ადამიანი, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დაეშინებინათ. იყო შემთხვევები, როცა ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ადამიანები გადაღმა მცხოვრებ პირებთან ურთიერთობდნენ.
სიკვდილით დასჯილი ადამიანი, 50 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ჩინელი ბიზნესპარტნიორებისგან კონტრაბანდული საქონლის მიღებაში ადანაშაულებდნენ“, _ აცხადებს ჩრდილოეთ ფხენიანის მკვიდრი.
ასევე გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არის, პანდემიის გამო ჩრდილოეთ კორეას ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.
































































