ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეას სამხედრო ქმედებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას NYPOST ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ იო ჩინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა გაუსწორდნენ აქტივისტებს საზღვარზე ბროშურების დარიგებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კამპანიას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.