სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გაუშვა.
იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ რაკეტა ზღვაში ჰოკაიდოს დასავლეთით დაახლოებით 210 კილომეტრში (130 მილი) ჩამოვარდა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩოე სონ ჰუიმ გააფრთხილა რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერების შეერთებული შტატების გეგმებზე “მკაცრი” პასუხის შესახებ.
როგორც იაპონიაში აცხადებენ, ჩრდილოეთ კორეას მიერ გაშვებული საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის დიაპაზონი საკმარისი იყო აშშ-ს მატერიკზე დასარტყმელად.