BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აღმოსავლეთით მდებარე ზღვისკენ, რაც ფხენიანის პირველი რაკეტის გაშვებაა ორი თვის განმავლობაში.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ ზღვაში ჩავარდნამდე 1100 კმ გაფრინდა და დასძინა, რომ ის „მტკიცედ გმობს“ ამ „მკაფიო პროვოკაციულ აქტს“.
რაკეტის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ეწვია სეულს სამხრეთ კორეის მთავარ ლიდერებთან მოლაპარაკებებისთვის.
ორშაბათს ადრე, ბლინკენი შეხვდა მოქმედ პრეზიდენტს ჩოი სანგ-მოკს, სადაც მან აღწერა ალიანსი ვაშინგტონსა და სეულს შორის, როგორც “მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედი კორეის ნახევარკუნძულზე”.
სამხრეთ კორეის არმია აცხადებს, რომ მან გააძლიერა მეთვალყურეობა ჩრდილოეთის მომავალი რაკეტების გაშვებაზე და „მჭიდროდ უზიარებს ინფორმაციას“ დღევანდელი გაშვების შესახებ აშშ-სა და იაპონიას.
იუნს, რომელსაც ჩამოერთვა საპრეზიდენტო უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი, ახლა დაპატიმრება ემუქრება. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მსჯელობს, გადააყენონ თუ არა ის თანამდებობიდან.
საერთაშორისო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს დიქტატორად მიიჩნევს.