BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმის სიმულაციისთვის ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ამბობს, ტესტები ჩატარდა, როგორც გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენების განლაგების წინააღმდეგ.
სამხრეთ კორეის მედია იტყობინება, რომ რაკეტები აღმოსავლეთ სანაპიროზე დაახლოებით შუაღამისას გაისროლეს.
რაკეტების გაშვება ხდება ვაშინგტონისა და სეულის ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ფონზე.
იაპონიის პრემიერ- მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გააკრიტიკა გაშვებები, რომლებიც, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იაპონიის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც.