ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მეათე წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყანაში 11-დღიანი გლოვა გამოცხადდა. რომლის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეელებს სიცილი, საყიდლებზე წასვლა და დალევა ეკრძალებათ. ამის შესახებ ინფომრაციას Radio Free Asia ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო 11 დღის განმავლობაში ყველა სახის გართობა იკრძალება. თუ ვინმე აღნიშნულ წესს დაარღვევს, მას დააპატიმრებენ.
„მაშინაც კი, თუ გლოვის პერიოდში თქვენი ოჯახის წევრი გარდაიცვლება, თქვენ არ გაქვთ უფლება, ხმამაღლა იტიროთ. ადამიანები საკუთარ დაბადების დღესაც კი ვერ აღნიშნავენ, თუ ეს გლოვის პერიოდს დაემთხვევა“, – წერს Radio Free Asia ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ მოქალაქაზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, კიმ ჩენ ირი 2011 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ქვეყანას 1994 წლიდან 2011 წლამდე მართავდა. 2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე ის მისმა შვილმა, კიმ ჩენ ინმა ჩაანაცვლა.
[sexy_author_bio]