“ქართული ოცნების” ოფისში პირველი ბრიფინგი უკვე გაიმართა _ პარალმენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები, გარკვეულ ადგილებზე, პროვოკაციები იქნას ინიცირებული”
“ამ ეტაპისთვის, რაიმე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული. ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართელოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თვისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა, შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან სასაცილებლად. მოვუწოდებთ ასევე, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს არ დაუშვან საარჩვნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები, ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება კანონიერი რეაგირება, სახელმწიფოს მხრიდან.
უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები, გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პარტია კონკრეტულად მოეკიდოს ამ საარჩვნო პროცესს და ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ სათანადაოდ ასახონ, ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება თავიანთი დაკვირვების პროცესში,”– განაცხადა, თამარ ჩუგოშვილმა.