ხუთსართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში არასრულწლოვანი ბიჭი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ მაშველების ჩამოსვლის დროს ცეცხლი გაუჩნდა მეორე და მესამე სართულების ბინების აივნებს, ასევე მეოთხე ბინას. ხანძრის საერთო ფართობი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი იყო.
“აფეთქებას არასრულწლოვანი ბიჭი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 15 მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
[sexy_author_bio]