“22 აგვისტო. 2022.
დილა.
კაშკაშა მზე.
მეექვსე შვილი – 15 წლის დავითი მღერის.
ესმის პაწია გორაკს, ესმის დიდ ცას.
ფეხშიშველა დგას.
შხეფები ციმციმებს.
წყლის ჭავლის აპარატიდან გადადის დენი,
წრედი იკვრება.
სიმღერა გაწყდა.
პაწია გორაკსა და დიდ ცას ესმის ამოძახილი.
მეცხრე შვილი, ნაბოლარა მართა ხედავს, მცირედ ტოკავს დავითის სხეული, პირიდან რაღაც გადმოსდის.
მაშინ როცა საავადმყოფოს წინ დაჩოქილი ლოცულობს მამა,
გვერდით, ეკლესიის ეზოში უკვე თრთის ბიჭი, რომელმაც ნახა, როგორ ატირდა ყველა ექიმი.
…
გადის სანატრელად დაძინებული ჩემი ძმა
ჯიბრის, წყენის, დარდისა და ყოყოჩობის მიღმა.
სახლში მიდის.
სირცხვილია, მის ცხედართან აქაური ფიქრი.
გვენატრება… ვხარობთ, რომ ღმერთმა გვაჩვენა და წაიყვანა იგი
ბავშვივით წრფელი და კაცივით დაღლილი; ბავშვურად უხილველი და განუცდელი წუთისოფლის ბიწიერების და კაცურად ამრჩევი ღვთივსათნო მორჩილების.
შენი ძმური თანადგომის ხსოვნით აუდუღდა მამას გული.
ჩვენ ვრჩებით და შემოგნატრით… შენ ხომ აფრენა ასე მალე დაიმსახურე.
…
ჩუმად გიმღერა იავნანა დედამ სასაფლაოზე და თითქოს მყის ჩაგეძინა”.