ჰაერის დაბინძურებას ადამიანის სხეულის ყველა ორგანოს დაზიანება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ყოვლისმომცველ ახალ გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შეფასების მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი უფრო დიდი მკვლელია, ვიდრე თამბაქოს მოწევა. ის ყოველწიურად 8.8 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბინძურებულ ჰაერს „ჩუმ მკვლელს“ უწოდებს, რადგან მისი გავრცელებული ეფექტები ხშირად არ მიეწერება ტოქსიკურ ჰაერს.
დაბინძურებული ჰაერი იწვევს სუნთქვით პრობლემებს, ასთმას, ემფიზემას, ფილტვის კიბოს. გარდა ამისა, აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არამედ გულსაც და გულის შეტევების, არტერიის დავიწროების და კუნთების დასუსტების მიზეზი ხდება.
არსებობს ასევე მტკიცებულება, რომ ცუდი ძილი შეიძლება ტოქსიკური ჰაერის სუნთქვის შედეგი იყოს.
ბევრ სხვა ორგანოსთან ერთად ღვიძლიც ზიანდება, რამაც მკვლევარების გაოცება გამოიწვია, რადგან მიჩნეულია, რომ ღვიძლი სხეულს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
გარდა ამისა, ტოქსიკური ჰაერს შემაშფოთებელი ზემოქმედება აქვს ნაყოფიერების შემცირებასა და ბავშვებზე, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
„ერთ-ერთი ფართო მიზეზი არის ის, რომ დაბინძურებულ ჰაერის ნაწილაკებს შეუძლიათ ფილტვებში შეღწევა და ორგანიზმში.
იმუნური უჯრედები ფიქრობენ, რომ ის ბაქტერიაა და მის მოკვლას ფერმენტების და მჟავების გამოყოფით ცდილობენ. სხეულს შეუძლია თავის დაცვა ინფექციისგან და არა დაბინძურებისგან“, _ ამბობენ მკვლევარები.