რამდენიმე წუთის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირის (ჩოჩხათის თემი) მოსახლეობამ დახმარებისთვის მოგვმართა.
„არც ტრაქტორი არ მოსულა და არც არავინ არ კითხულობს ჩვენს ამბავს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა სამეზობლოში და ვერ ამოვიდა სასწრაფოს მანქანა.
გვესმის, რომ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ, იქნებ გზა გაგვიწმიდონ და დაგვეხმარონ. ბავშვებიან ოჯახებს საკვები უმთავრდებათ.
ჩვენ, ადამიანებს გვჭირდება დახმარება და დაგვეხმარონ“, _ გვწერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის. დღეს, დილით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღის ბოლომდე ყველა სოფლის გზა გაიწმინდება.




























































