საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა, რომ “ქართული ოცნების” მიზანია, იყუროს წინ და რომ მათ ბევრი დრო არ აქვთ წარსულზე საჭორაოდ და საფიქრალად.
“ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ. ბოლო წლების განმავლობაში, სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო, დაახლოებით,150 მილიონზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე შემიძლია გითხართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს და ამ თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება მესტიისა და სვანეთისკენ და, საერთოდ, მთის მიმართულებით, – ამბობს გახარია.
ცნობისთვის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” გოჩა ენუქიძეა. (R)