გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, გათიშოს Nord Stream 1 გაზსადენის ონკანი – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გაზპრომმა, რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა განაახლა მაქსიმალური 40%-ით ტევადობის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ის გავლით რუსეთიდან გერმანიაში.
”ჩვენ არ შეგვიძლია, დავეყრდნოთ გაზპრომის ვალდებულებებს. მოახლოებული ზამთრისთვის 40%-იანი გაზის მიწოდება საკმარისი არ არის. რუსეთი იყენებს ძალიან დიდ ძალას ევროპისა და გერმანიის შანტაჟისთვის.” – თქვა ჰაბეკმა.
გაზის გადაზიდვები Nord Stream 1-ით ბოლო კვირებში 60%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ტექნიკურმაა პერიოდმა 11 ივლისიდან 21 ივლისამდე შეამცირა გაზის ნაკადები ნულამდე. ხუთშაბათს, 21 ივლისს „გაზპრომმა“ განაახლა გაზის ნაკადები იმავე დაბალ დონეზე, როგორც მილსადენის ტექნიკური სამუშაოების გამო დახურვამდე.
ივნისში ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიას გაუჭირდება გაზის საცავის შევსება ცივი ამინდის მოსვლამდე. თუ გაზსადენი Nord Stream 1 სრულად არ ამუშავდება, გაზრდის ენერგიის რაციონირების ალბათობას.
ამ მიზნით, ჰაბეკმა მოუწოდა გერმანელებს, დაეზოგათ გაზის ენერგია ენერგიის, ასევე, მოუწოდა მრეწველობას და მომხმარებლებს, უარი თქვან გათბობაზე ზამთარში.
ავტორი