“ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, მიხაილ როთმა.
“საღამო მშვიდობისა საქართველო. მე და ჩემი კოლეგები მოხარული ვართ აქ, თბილისში დაბრუნებით, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ხელისუფლებაში და მმართველ პარტიაში, არ არიან მოხარული ჩვენი ვიზიტით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები”, – განაცხადა როთმა.
წყარო: მთავარი არხი