ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გახდა. უნივერსიტეტმა ნანა მგალობლიშვილისთვის დააწესა ფულადი ჯილდო 2500 ლარის ოდენობით.
უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ჩოხატაურელ მასწავლებელს ჩარჩოში ჩასმული ” ქართულის მასწავლებლის ოქროს წესი” გადასცა.
“ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ ჩოხატაურში, მოვალთ თქვენთან სკოლაში, რომ ვნახოთ, რას ასწავლით თქვენ იმ სტრიქონების მიღმა, რაც თქვენს ტექსტში წერია”, _ მიმართა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნანა მგალობლიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ღონისძიება, სადაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლი უნდა დასახელდეს.