თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) ხელმძღვანელმა განაცხადა, უკრაინის დონეცკის რეგიონი – რომლის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უკრაინის მთავრობა აკონტროლებს – “ძალიან მალე გაერთიანდება რუსეთთან“. – ამის შესახებ CNN წერს.
ტელეკომპანია წერს, რომ დენის პუშილინი განცხადებას აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ შეჭრამდე უკრაინის არც ერთი რეგიონი არ უჭერდა მხარს რუსეთთან გაერთიანებას.
CNN- ის ექსკლუზიურმა გამოკითხვამ უკრაინელებში, რომელიც თებერვალში ჩაატარა, აჩვენა, რომ ქვეყნის არცერთ რეგიონში არ ყოფილა ყოველი მეხუთე ადამიანიდან, ერთზე მეტი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის რუსეთთან გაერთიანებას.
აღმოსავლეთშიც კი, უკრაინის ყველაზე პრორუსულ მხარეში – უკრაინელების მეოთხედზე ნაკლებმა განაცხადა, რომ რეგიონებს, რომლებიც უფრო მეტად რუსად გრძნობენ თავს, უნდა მიეცეთ უფლება დატოვონ უკრაინა და გახდნენ რუსეთის ნაწილი.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გავერთიანდებით რუსეთთან და ჩვენთვის ეს არის სახლში დაბრუნება, დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი.
ფაქტობრივად, დღეს მხოლოდ [ციფრების] შეკრება იქნება საჭირო საღამოს და შემდეგ გამოცხადდება წინასწარი შედეგები“, – თქვა პუშლინმა
CNN წერს, რომ წინასწარი შედეგების გამოცხადბა, ასევე მოსალოდნელია უკრაინის ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიას რეგიონებში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ ამ ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილებში.
ავტორი