ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა ბოლო 7 დღის განმავლობაში ღაზადან 3100 რაკეტა ისროლეს. ეს არის სარაკეტო ცეცხლის ყოველდღიური ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ისრაელს შეექმნა ქვეყნის ისტორიაში. საფრთხე რეალურია. მილიონობით ისრაელელი ცეცხლის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ გავაგრძელებთ თავის დაცვას”, _ წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.