საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დარწმუნებით აცხადებს, რომ 28 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვლება.
“აგონიაში მყოფი ივანიშვილი ათას სიბინძურეს მიმართავს საარჩევნო კამპანიის დასაზიანებლად. კერძოდ, ჩემი სახელით,სუს-ი ელფოსტით აგზავნის თხოვნებს ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. კატეგორიულად ვაცხადებ, არანაირი კერძო მატერიალური თხოვნა არ გამაჩნია ამომრჩევლებთან. მათ, ვისაც სურთ, დაეხმარონ კამპანიას, ეს შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურად მითითებულ ანგარიშზე.
ჩვენ მართლაც გვჭირდება ფული გია ვაშაძისთვის, რომელიც არ ფინანსდება ივანიშვილის და მისი სატელიტების მიერ. მას სჭირდება ფული გადაადგილებისთვის, ბენზინის ჩასხმისთვის, ხალხთან შეხვედრისთვის, ელემენტარულად პლაკატების გაკვრისთვის და ჩვენ მთელ ამ ანგარიშს წარმოვადგენთ, რაში დაიხარჯა ფული. ამ ფულს ჯიბეში არავინ არ ჩაიდებს, მაგრამ ჩვენ არ ვთხოვთ ფულს არავის და არავის ვუკავშირდებით, ჩემი სახელით საუბარი შეუძლია მხოლოდ პარტიის ლიდერებს და გრიგოლ ვაშაძეს.”
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: გრიგოლიჩ, დაგიძველდა მეთოდები, ხალხი აღარ მოტყუვდება, ყველა გამოკითხვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს და 28 ოქტომბერს შეიცვლება ხელისუფლება”, – აცხადებს სააკაშვილი.