ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე უსაზღვროდ უსამართლო ქმედებას უწოდებს.
_ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებას. რუსეთმა ხელყო უკრაინის სუვერენიტეტი და ეს არ უნდა ეპატიოს. უკრაინელ ხალხთან, კონკრეტულად კი გენიჩესკთან ოზურგეთს ოდინდელი ძმობა აკავშირებს. ყველამ იცის დაძმობილებული ქალაქების ისტორია, რომელიც, ორი წლის წინ, კვლავ აღდგა და დაიწყო ახალი ურთიერთობები. ჩვენი მხარს ვუჭერთ უკრაინას, _ გვითხრა დავით დარჩიამ.
მან ასევე თქვა, რომ აგრესორ რუსეთს ეყოფა გონიერება და უკან დაიხევს, რადგან 21-ე საუკუნეში სუვერენიტეტის ხელყოფა, ხელმყოფელს დააზიანებს მხოლოდ.
[sexy_author_bio]