“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ მას ექვსჯერ დაურეკა და შეპირდა, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა; თუმცა, ასე არ მოხდა.
“ჩიგოგიძე “ნაიონალური მოძრაობიდან” აპირებდა კენჭისყრას, მას მე გავუწიე რეკომენდაცია პარტიაშიც, ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, საარჩევნო კამპანია უნდა დაეწყო და… დრუზა თავი და “ოცნებიდან” იყარა კენჭი”, _ თქვა ნიკა მელიამ.