უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ცენტრიდან ქვეყნის ქალაქების დილის დაბომბვის შემდეგ ვიდეო მიმართვა ჩაწერა. სადაც განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების მთავარი მიზანი უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები და ხალხია.
“მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული “შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ. ენერგეტიკული ობიექტები – მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკივის ოლქი, ზაპორიჟჟია, სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, ჟიტორმირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი. მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი უიმედოები არიან. მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოგვაყენონ.
დარჩით დღეს თავშესაფრებში. დაიცავით უსაფრთხოების წესები. და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ” , – თქვა ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ.
ავტორი