ქალთა ფონდ „სოხუმში“ პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი კონკურსი დასრულდა.
პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst (გერმანია) მხარდაჭერით განხორციელდა, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, სადაც მსმენელებმა ბიზნესგეგმის შედგენისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. კონკურსის პირობები არსებული ბიზნესის, ან ახალი იდეის ფინანსურ წახალისებას (მცირე გრანტს) გულისხმობდა.
ქალებმა, რომლებმაც პროექტში მონაწილეობა მიიღეს, საქმიანობის სფეროები სწორედ იმ კურსის მიხედვით აირჩიეს, რომლის პროფესიული გადამზადებაც ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს: ჭრა-კერვა, პოლიმერული თიხა და ბუხჰალტრული აღრიცხვა.
კომისიის შერჩევის წესით, 19 საპროექტი წინადადებიდან შვიდი საუკეთესო იდეა დაფინანსდა. მათ შორის ორი გრანტი კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ქალებმა მიიღეს.
ქალთა გაძლიერებისთვის ქალთა ფონდ “სოხუმის” ახალ ინიციატივებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.sosfsokhumi.ge
(R)