13 ოქტომბერს ვარკეთილში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა:
,, ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე ივანიშვილის რეპრესიების, თავდასხმების, მათ შორის წინასაარჩევნოდ, თუმცა ამით ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეშინდება, რაც ჩვენ მრავალჯერ დავამტკიცეთ , პირიქით, ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლების ცვლილების დროა და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერი სწორედ ხელისუფლების ცვლილების დღეა, იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი“.