დღეს მარშით შემოუერთდნენ რუსთაველზე პროტესტის აქციას მედიცინის მუშაკები.
ისინი წინა დღეეშიც აქტიურად აპროტესტებდნენ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას, დღეს კი მათი მთავარი მოწოდება ყველაზე მთავარ “პაციენტს“ _ სამშობლოს შეეხებოდა: “ჩვენ ახლა სამშობლოს გადარჩენისა და სიცოცხლისთვის ვიბრძვით!“ _ ამბობდნენ ისინი.
მედიცინის მუშაკებს თეთრი, შავი გაჟონილი ლაქიანი დროშები მოჰქონდათ გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ.
ისინი მარშით რუსთაველზე პროტესტის აქციას შეუერთდნენ.