ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მართალია, აქცია მერიასთან ტარდება, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მოითხოვენ, მათი არჩეული ხელისუფლება, მათ გვერდში დადგეს.
“ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ“, _ ამბობენ ისინი.

































































