ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
მწერლის ოჯახის წევრებმა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლიტვის ელჩმა, პოლონეთის ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ხელოვნების სფეროს ცნობილმა სახეებმა, ნოდარ დუმბაძის სკვერიში მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
სვერიდან სტუმრებმა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც პროექტ ცოცხალი წიგნების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
„დღეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენი ბიჭი 90 წლის გახდა“ _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
მწერლის დაბადების დღის აღნიშვნა ამ წუთებში მის სახლ-მუზეუმში, ხიდისთავში მიმდინარეობს.
ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში, ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლით _ “მზიანი გულის კაცი” დასრულდება და დუმბაძის საერთაშორისო მეორე ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, საზეიმოდ დაიხურება.