https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ ჩვენი ხე(ლ)ებით“_ მოდით, ბუნებას რაც წავართვით, მცირედით მაინც დავუბრუნოთ უკან!

13:58; 5.06.2025
მთავარი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ტყის ეკოსისტემების მდგრადი მართვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ თავად გარემოს სიჯანსაღისთვის, არამედ, ადამიანის ყოველდღიური ყოფის, მისი კეთილდღეობისთვისაც. სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს და მხოლოდ მომხმარებლურად ექცევა გარემოს, ტყეებს. ბევრს ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ლამაზი ბუნების შესახებ, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით დაბინძურებულ გზისპირებს, ნაგავსაყრელად და საკანალიზაციო არხებად ქცეულ მცირე მდინარეებს,  ნარჩენებით მოფენილ “საქეიფო“ ადგილებს. სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა მიზეზით გაჩეხილი, გახრიოკებული ნატყეურები.

ეს განსაკუთრებით იმგვარ ადგილებს ეხება, რომლებიც, შესაძლოა, უცხოელი ვიზიტორების მიზიდულობის არეალი არაა, მაგრამ ადგილობრივ თემებში პოპულარულია. სწორედ ამგვარი ადგილის შესახებ გიამბობთ, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ზრუნვის შემდეგ, საინტერესო, ლამაზ და მოწესრიგებულ დასვენების კერად იქცევა.

ეს ტერიტორია, სოფელ ბუკისციხესა და საყვავისტყის (დაბლაციხის თემი) მომიჯნავედ მდებარეობს. აქ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ჩოხატაურელმა მეტყევეებმა, რომელსაც საკოლმეურნეობათაშორისი სატყეო მეურნეობის დირექტორი მამია მამალაძე ხელმძღვანელობდა, ულამაზესი შერეული ტყე გააშენეს. სამწუხაროდ, სახელმწიფო მიწის დიდი ტერიტორია 90-იან წლებში პირწმინდად გაიჩეხა. ძველი ტყის მასივიდან მხოლოდ რამდენიმე მუხის და რცხილის, აკაციის გიგანტური ხე, სოჭისა და ნაძვის მცირე კორომი, რამდენიმე შავი ფიჭვის ხეღა შემორჩა (სხვათაშორის, სოფელ ბუკისციხის სხვა უბანში, რამდენიმე მოქალაქის ძალისხმევით გადარჩა მაშინ გაშენებული ტყე და ეს ულამაზესი კორომი, ახლა სოფლის, ამ კუთხის მშვენებაა).

90-იან წლებში ჩადენილი ვანდალიზმის გამოსწორება არც ისე ადვილი გამოდგა – ტყემ თვითაღდგენა ვეღარ შეძლო, დაიწყო მიწის ფერდობების კოროზია და მეწყრული პროცესები. აქვე, მოსახლეობამ სტიქიური ნაგავსაყრელი მოაწყო _ სოფლიდან ნაგვის გატანა სულ რამდენიმე წელია დაიწყო, თუმცა, ამ ტერიტორიის სიახლოვეს ნაგვის ყუთების განთავსება მარტივი _ არა, მაგრამ საჭირო კია.

არადა, სწორედ ამ ტერიტორიას ჩაუდის მცირე ანკარა მდინარე  ორპირა, აქვეა საერთო სარგებლობის წისქვილი,  მოსახლეობისთვის საყვარელი “საქეიფო“ და საბანაო “ჭა“. ცოტა ზევით მდინარის კალაპოტში ძველი ჩამურის (ღომის საცეხვი) გათლილი ქვით ნაშენი მოწყობილობის ნაშთები და ასევე, მცირე ჩანჩქერიანი საბანაო “ჭაა“.

_ ეს ადგილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მარაგდება ბუკისციხე და მოსაზღვრე სოფლები სასმელი წყლით, მოსახლეობა აგროვებს ტყის მეორეულ პროდუქტებს _ მარწყვს, მაყვალს, ეკალას… ახალგაზრდები მოდიან საბანაოდ ან დროის ერთად გასატარებლად…. მოკლედ, საჭირო და ლამაზი ადგილია, თუმცა, ზრუნვა და ხელის შევლება სჭირდება. მოვლითა და მზრუნველობით აქაურობა ადამიანებს მეტ სიამოვნებას მიანიჭებს და წყლის დებეტის შემცირების, ხანძრების, დაბინძურების რისკებისგანაც მეტად დაცული ვიქნებით,  _ ამბობს აკაკი სიხარულიძე, რომელიც სოფელ ბუკისციხეში ცხოვრობს და საინტერესო პროექტის _ “ ჩვენი ხე(ლ)ებით“! დირექტორია.

აკაკი სიხარულიძე

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები უჭერენ მხარს და ფინანსურადაც ეხმარებიან. ჯერ კიდევ 2023 წელს, ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე პროექტ ECO.Georgia-ს ინიციატივით,  გამოცხადდა საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც რვა სამიზნე მუნიციპალიტეტს, მათ შორის, მთელ გურიას მოიცავდა. ECO.Georgia საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის პროექტია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანსდება და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება. პროექტში, საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მუნიციპალური თვითმმართველობა.

სწორედ ამ კონკურსში გაიმარჯვა ახალგაზრდების ჯგუფის პროექტმა “ჩვენი ხე(ლ)ებით“! რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დონორების მცირე გრანტით, გაიწმინდება/მოწესრიგდება პაწია მდინარის ორპირას ტერიტორიაზე სტიქიური ნაგავსაყრელი, მოეწყობა საპიკნიკე, საცეცხლე ადგილები; გასუფთავდება ეკალ-ბარდებისგან საბანაო “ჭა“ ორ მცირე ჩანჩქერზე, შეკეთდება თითქმის დანგრეული საერთო სარგებლობის წისქვილი, დაიდგმება ბიოტუალეტები, შემოკავდება მავთულით ღობე, რომ ნარგავები პირუტყვისაგან იყოს დაცული….

_ მუშაობა უკვე დავიწყეთ და პირველ რიგში, მდინარის ხეობაში მიმავალი გზის გაწმენდა დაგვჭირდა _ დიდთოვლობის გამო ჩამოწოლილი იყო მიწის მასა, მოთხრილი დამტვრეული ხეებით ჩახერგილი იყო გზა.  ასევე, შემდგომი მუშაობისთვის აუცილებელია, ეკლებისგან გაიწმინდოს ხეები, გზისპირები, საბანაო “ჭები“, ჩანჩქერები. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ძველ წისქვილს შეკეთებით ვეღარ  დავიხსნით დანგრევისგან – მთლიანად ჩამპალია და ხის მასალის, სახურავის მთლიანად შეცვლა დაგვჭირდება, _ ამბობს პროექტის სტაფის წევრი მამუკა მამალაძე.

მამუკა მამალაძე

საქმე იმაშია, რომ თუნუქის სახურავი, რომელიც წვიმისგან იცავდა წისქვილს, უცნობმა პირებმა მსხვილკალიბრიანი სანადირო ტყვეიებით დაცხრილეს, ჩამდინარე წყლმა კი დაალპო ასწლოვანი ხვიმრი, საფქვილე, საყრდენები…

წისქვილის ტყვიებით დაცხრილული სახურავი

ამიტომ, სახსრების დაზოგვის მიზნით, სამუშაოს დიდი ნაწილის გაკეთება საკუთარი ხელით, ენთუზიასტების დახმარებით მოუხდებათ. პროექტის მონაწილეები იმედს იტოვებენ, რომ სოფლის ახალგაზრდობა მეტ ინიციატივას გამოიჩენს და ერთად ბევრ პრობლემას გადაჭრიან. სხვათა შორის, მამუკა მალე ენერგოეფექტურობის სფეროში მაგისტრი გახდება და მიაჩნია, რომ ტყის მდგრადი განვითარება მცირე თემებში თვითინიციატივებით გარემოს, ტყეების მოვლასთან, განახლებადი რესურსების გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია.

ლუკამ, რომელიც ასევე პროექტის მონაწილეა, ტურისტული მასპინძლობის, ღვინის ტურიზმის ცოდნა ევროპის სამი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღო. იგი ტარაგონის, პორტოს და ბორდოს უნივერსიტეტების მაგისტრია და ევროპის საუკეთესო ადგილებში მიიღო პრაქტიკული ცოდნა.

_ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ბუნებასთან უშუალო კონტაქტი, ხმაურისგან, პრობლემებისგან, დიდი ქალაქებისგან განტვირთვა… ეს სიმშვიდე, წისქვილის ხმა, მეგობრებთან პიკნიკი, სტუმრების გამასპინძლება, კამკამა წყალში ბანაობა, შესაძლოა, მძიმე და გადაქანცული კვირის შემდეგ ყველაზე კარგი დასვენება, ახალი გეგმების დასახვის ბიძგი გახდეს….ეს, რაც შეეხება ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებას; მეორე მხრივ, ეს პაწია მდინარე კარგი მაგალითია, თუ რა პროცესები ხდება დღეს ჩვენს პლანეტაზე _ ჩემი ბავშვობის მერე, თვალდათვალ წყალმარჩხი ხდება. ჩვენ კი რით ვეხმარებით?!  ვჭრით ხეებს, ვყრით ნაგავს, პლასტმასის ნარჩენებს, არ ვრგავთ ახალ ხეებს… იქ, სადაც ორპირა გამოედინება, ის წყაროებიც იღებენ სათავეს, რომლითაც რამდენიმე სოფელი უგემრიელესი წყლით მარაგდება. მართალია, გლობალურ მოვლენებზე გავლენის მოხდენა ძნელია, მაგრამ ჩვენს გარშემო ვითარების შეცვლა ხომ შეგვიძლია?! მოდით, ბუნებას რაც წავართვით, მცირედით მაინც დავუბრუნოთ უკან! _ ამბობს ლუკა სიხარულიძე.

ლუკა სიხარულიძე

_ მიგვაჩნია, რომ ბუნებაში მინიმალური ჩარევაა საჭირო. ამიტომ, მხოლოდ ბუნებრივ მასალებს გამოვიყენებთ.

გავწმინდეთ დამეწყრილი გზა, უკვე დავიწყეთ მარტივი საფეხურების გამოჭრა მდინარესთან, წისქვილთან, “ნაჩამურალთან“ მისასვლელად. მოვამზადეთ საცეცხლე კონსტრუქციები, რომლებიც მავთულბადით და მეორადი აგურით დამზადდება; ასევე, მეორადი მასალით “პადონებით“ მოვამზადეთ საპიკნიკე მაგიდები და სკამები, იწმინდება მისასვლელი გზები ეკალ-ბარდებისგან.

მთავარი სამუშაო მაინც წისქვილის განახლება იქნება, რადგან სახურავი და ხის ნაწილი სრულიად გამოუსადეგარია, მიწითაა ამოვსებული და ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია ქვაში ამოკვეთილი წყალსადინარი ღარი… მიხარია, რომ შევინარჩუნებთ წისქვილის ქვებს, ბორბალს, წყლის დამცემს… საინტერესოა ჩვენი წინაპრების პრაქტიკული გათვლები _ წისქვილის წინ ამოშენებულია მოვარდნილი წყლისგან დამცავი ქვის კედელი, რომელსაც ვწმენდთ და გავამაგრებთ… მოკლედ, საქმე ბევრია და მოხალისეებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, _ ამბობს აკაკი სიხარულიძე.

ფიქრები და რითმები სოფლის წისქვილში

უფროსი  თაობის ადამიანებს ახსოვთ რამდენიმე ფოლკლორული საღამო, რომელიც ენათმეცნიერ ვახუშტი კოტეტიშვილს მიჰყავდა. ეს რამდენიმე გასვლითი საღამო მაშინდელი ერთადერთი ტელეარხით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელი საქართველო ინტერესით უყურებდა. სწორედ ამ საღამოზე, ბუკისციხის სკოლის დირექტორმა აკაკი სიხარულიძე-უფროსმა, წაიკითხა ლექსი, რომლის მთავარი “გმირი“ ეს წისქვილი გახლდათ. საქმე ის იყო, რომ თავადაც ქალაქში გაქცეული პოეტები ვანო ცინცაძე, რევაზ ოსეფაიშვილი, ზოგადად, მაშინდელი ინტელიგენცია თანამემამულეებს მოუწოდებდნენ დაბრუნებულიყვნენ სოფელში და იქაურობისთვის მიეხედათ.

ამავე საღამოზე, აკაკის მეგობარმა, პედაგოგმა ლილი ჩხიკვიშვილმა (ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი ლილი ლომინაძე-ჩხიკვიშვილი გენიალური გრიგოლ რობაქიძის დისშვილი გახლდათ. სწორედ მის მიშვილებას სთხოვდა გრიგოლი დას. მწერლის მიერ დისთვის მიწერილი ერთ-ერთი წერილის ტექსტი ახლაც აკაკი სიხარულიძის სახლში ინახება), “პასუხის პასუხად“ წაიკითხა შესანიშნავი ლექსი. ამ დუეტის გასაუბრება პოპულარული გადაცემის ჰიტად იქცა და დიდი ხნის მანძილზე ზეპირადაც კი სწავლობდნენ პოეზიის მოყვარულები.

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს პოეტური გაპაექრება.

“პასუხად გაზეთ “სოფლის ცხოვრებაში“ გამოქვეყნებული ლექსების ავტორებს ვანო ცინცაძეს და რეზო ოსეფაიშვილს.

დილას წისქვილში წავედი სიმინდის დასაფქველადა,

თან გაზეთები წავიღე, რომ წამეკითხა ყველა და…

თქვენს პაექრობას წავაწყდი, აზრებს აკინძულს რითმებად,

სოფლის ბედი რომ გაწუხებთ, მეც ამიტაცეს ფიქრებმა.

წისქვილში ფიქრებს რა დალევს _ დრო გადის ფიქრთა ღერღვაში,

ათასი რამე ვიფიქრე, სიმინდის ჩამოლევაში.

თან მატკბობს ლაღი ბუნება და ჩიტუნების ჭიკჭიკი,

მოკრიმანჭულე ღელე და ქვა-ღორღზე მისი ლიკლიკი…

სოფლიდან მესმის ხმაური მოახლოებულ რთველისა,

“ აბა, გიდელოს“ ძახილი, ხმაური ქვევრის რეცხვისა.

ნიავმაც წამოუბერა, რთველის სურნელით ამავსო

და შემოდგომა ბარაქით, მშრომელებს უხდის ამაგსო.

მთის დაფერდებულ კალთაზე სოფლის ნახირი გაშლილა,

ცაზე საავდრო ღრუბლები მზის სხივებისგან დაშლილა.

მიყვარს მე ჩემი სოფელი, სხვაგან კარგად ვერ ვიქნები,

სოფელი – მე და მე – სოფელს, ყოველ წუთს ძლიერ ვჭირდებით!

სამუშაო დღეს ვატარებ მოსწავლეებთან სკოლაში,

დღის ბოლოს უღელს ვეწევი ხვავი რომ მქონდეს ოჯახში…

მაგრამ ეპოქამ სოფელს ხომ თავისი დაღი დაასვა _

ახლოს მოვიდა ქალაქი, ჩვენც მივიჩოჩეთ ქალაქთან;

ლაღი ბუნება, სიმშვიდე, ჰაერი ტყეთა ნაჟური…

გაზქურები თუ აბანო, სიმღარა გარიჟრაჟული!

ტელევიზორთან დერგი დგას დაკენჭილ ყველით ავსილი,

ფუსფუსებს დიასახლისი – არ დაგვიანდეს სადილი.

ღადარქვეშ მჭადი ცხვება და თეთრი პური გვაქვს ულევად,

ნელ ცეცხლზე შემოკიდული ღომი ბუტბუტით შუშდება…

ქვევრების ღვინო მსმელს ელის, ჩურჩხელა ქარზე ქანაობს

და ჭირნახულის სურნელი სოფლის შუკებში ნანაობს.

სასოფლო გზებზე ავტობუსს დააქროლებენ მძღოლები,

რძით სავსე ძუძუს ელიან ყურდაცქვეტილი ხბოები.

ლაღობენ ანცი ბავშვები, ფერად ნუგბარით ტკბებიან,

ათას საჩუქარს უმზადებთ შემოდგომა და ბებია!

ეს ყველაფერი კარგია, მართალაც ტკბილი და ნაქები,

მაგრამ სოფლელებს გულს გვიკლავს გამოკეტილი სახლები!

ბევრი წავიდა სოფლიდან და სოფელს ზურგი აქცია,

მამაპაპეულს, მამულეთს ქალაქად ყოფნა არჩია…

მგლოვიარეს ჰგავს იმათი ეზო, სახლი და მარანი,

არ ისმის ძაღლის ყეფა და აღარც ყივილი მამალის….

თქვენც ხომ ქალაქში ცხოვრობთ და სოფელს მაქედან უცქერით?!

დედას, შვილს ლექსებს უწერთ და თავად შინ აღარ ბრუნდებით!

პირად მაგალითს გაურბით და სხვებს უნერგავთ რწმენასა,

ჩამოდით, თოხის მოქნევა სჯობს ამდენ ლექსის წერასა!

P.S. ამ ლექსს წისქვილში ვრითმავ და

მიტომ აქვს ნაკლი ყელამდი,

ცოტა მეტი დრო მქონოდა, პრემიას მოვიხვეჭავდი!

ა.სიხარულიძე, 1986 წელი, ნოემბერი“.

“ეს ლექსი რომ მოვისმინე, მეც გადავწყვიტე კაკოსთვის მიმეწვდინა ხმა, _ ლილი ლომინაძე-ჩხიკვიშვილისა:

_ მეც მსურდა შეხმიანება ქალაქს გაქცეულ ხალხისთვის,

მადლობა მეთქვა სოფლისთვის მათზე გაწეულ ხარჯისთვის…

დამასწარ! ღმერთმა გიმრავლოს კეთილი ზრახვა-ფიქრები,

მხრებზე ათასჯერ დაგცვივდეს პირველი თოვლის ფიფქები!

რას იზამ, ცხოვრების ჩარხი წაღმა-უკუღმა ტრიალებს,

ზოგისთვის კაკალიცა დუმს, ზოგისთვის _ ბამბაც ჩხრიალებს.

დღეს ენაკვიმატ გურულებს რა გამოულევს სათქმელსა,

მაგრამ ცუდია, როდესაც სიტყვა სცილდება საქმესა!

თითო-ოროლა რომ იყოს, ვინც ასე უღვთოდ დაგვაგდო,

შვილებს ვფიცავარ, ეს ფაქტი, თუ ჩირის ფასად ჩავაგდო!

მაგრამ მრავალნი არიან, მეც ვაჟი თბილისს გამექცა,

შევწუხდი, ავფორიაქდი, ლამის ცა თავზე დამეცა!

ახლა სცენარი დაწერა, “საწნახელი“ აქვს სახელი,

კარგია, თუ არ დაკარგავს თავის გზას სანთელ-საკმელით….

კმაყოფილი ვარ იმითაც, რომკიდევ ახსოვს სახელი…

ვნახოთ, რას ფიქრობს სოფელზე, ან ფილმით რა აქვს სათქმელი.

ჰოდა, გულს მაინც არ ვიტეხ, გვესტუმრებიან უთუოდ,

საკინძე ამოუსხმელი, თმებმოშვებული, უქუდოდ…

შავი სათვალის ზემოდან გადმოგვხედავენ ცერადა,

ჩვენც სოფლელები თვალს დავჭყეტთ, გადავიქცევით ცქერადა!

მათ შეგონებას, რომ “სოფელს მზრუნველი ხელი სჭირდება“,

რომ “ შრომას მოაქვს კაცისთვის აღიარება, დიდება“ _

გულში სათუთად ჩავიკრავთ, მივხვდებით “ანაზდეულად“,

რომ… სოფელს მოვუაროთ და აღარ დავაგდოთ ეულად!!!

პათოსით ნათქვამ სიტყვების შემოგვენთება ალმური

და გაჩაღდება სოფელში “ა, გიდელო! და “ნადური“!!!

გაბრუნდებიან უკანვე სოფლის ჭირნახულ ქარავნით,

შეგვახსენებენ ჩვენს სოფელს ლექსებით, ფილმით, ქარაგმით…

მერე, როდესაც პენსიის ასაკით დამძიმებულნი

დაბრუნდებიან ამჯერად “სოფელზე შეყვარებულნი“,

ჩვენც თადარიგი გვჭირდება _ არ აერიოთ ნაბიჯი,

რომ შევაშველოთ მხარ-მკლავი, ბზისა ან შინდის საბიჯგი.

კარგი იქნება თუ სოფლის ტურისტულ მარშრუტს შეუდგენ –

ხომ შეიძლება “პიწკები“  ქუჩა-შუკებში დაიბნენ?!!!

სოფელიც სირცხვილს ხომ არ ჭამს და მათზე უნდა იზრუნოს,

გვიან გონს მოსულთ შეუნდოს, ისევ შვილებად იგულვოს!

შენც გული საგულეს გქონდეს, ნუ შეწუხდები ძალიან,

ხომ იცი წუთისოფელი რა მოკლე, რა ფრთამალია?!!

გახსოვდეს, რა ტვირთი გვაწევს, რა შემართება, ვალია _

ჩვენს მაგალითზე იზრდება თაობა მომავალია!

ამიტომ, როცა წარვსდგებით წინაშე ჩვენი მრევლისა,

ავუხსნათ, დღევანდელობა თუ რა ჭირის გზით გვეღირსა!

ნუღა მოვყვებით ლეგენდებს, ზღაპრებს, მითებს და არაკებს,

ცხადია, მხოლოდ სიტყვები საქმეს არასდროს არ არგებს!

გაკვეთილს ისე ჩავაწნათ სოფლის ჯადო და თილისმა,

რომ ჩვენი მერხის ბარტყები ვეღარ წაგვართვას თბილისმა!

ვერსად გაექცნენ სიყვარულს ქვეყნის მარჩენალ სოფლისას,

ყადრი იცოდნენ ალალი, მშრომელი კაცის ოფლისა!

ერთი თხოვნაც მაქვს, კეთილო, ჩემო უმცროსო ძამია:

ყველაფრის აწონ-დაწონით, გულს ნუ გადიღლი ძალიან.

თუ ასეთ ლექსებს კი დაწერ და მოგვიშუშებ იარებს,

დირექტორობას შეეშვი და სულ… წისქვილში იარე!!!“

ლილი ლომინაძე-ჩხიკვიშვილი, 1986 წლის ნოემბერი. წაკითხულია გურიის ფოკლორულ საღამოზე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

S0S! ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია!_ ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24 იანვარი, 2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24 იანვარი, 2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24 იანვარი, 2026

ამერიკის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღის განმავლობაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

S0S! ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია!_ ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო