ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხანგრძლივ და მდგრად კონფლიქტად იქცა, რის გამოც ალიანსმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი პერიოდისთვის ზად უნდა იყვნენ.
“ჩვენი პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა. ომების უმეტესობა – და ასევე დიდი ალბათობით ეს ომი – რაღაც ეტაპზე დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, მჭიდროდ არის დაკავშირებული სიტუაციასთან. ადგილზე, ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, მხარი დავუჭიროთ მათ, რათა მათ შეძლონ ამ კონფლიქტის საუკეთესო შედეგს მიაღწიონ“,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.