დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია მედიის წარმომადგებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ისინი გურიის სამივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ გურიამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნოს.
“ჩვენი სურვილი გურიამ პირველმა მოიპოვოს მწვანე ბარათი“, _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა შეხვედრის დროს.
ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გიორგი სახოკიამ აღნიშნა, რომ ივლისში აუცილებლად მზად იქნება ყველა დაწესებულება ყოველდღიურად 800 ადამიანს ჩაუტარდეს ვაქცინაცია.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ყველამ ერთიანობით უნდა განვახორციელოთ“, _ გვითხრა გიორგი სახოკიამ.