როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინის გასაკეთებლად ადგილები შევსებული იყო უფრო მეტად თბილისელების მიერ.
“მე, მაგალითად, ვიცი, რომ თბილისიდან ხულოში ჩავიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად. შეიძლება ასე ვთქვა: ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, იმიტომ, რომ ერთი დღით არ წავა ხომ ადამიანი ასაცრელად, იქ სამი დღე მაინც დარჩება. შიდა ტურიზმი განვავითარეთ“, _ თქვა პაატა იმნაძემ.