ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ირმა ჩხაიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებია მისი კლასელი და მეგობარი მაკა ღლონტი:
“ჩვენმა ბავშვობამ დაიწყო გარდაცვალება ბევრნი ვიყავით (36)! დაიწყო კლება. არასდროს ვიყოფოდით ხუთოსნებად და ოროსნებად, ხუთოსნები ვიყავით ყველა მეგობრობაში! შენ უღალატო, კეთილი და საიმედო. შევხვდებით ისევ და ვისაუბროთ აქსიომებზე, რომლებიც არ მტკიცდება, თეორემებზე ვიჭყლიტოთ ტვინი, როგორც ადრე… მე ძალიან კარგი კლასელი მყავდა. ნახვამდის მეგობარო“, _ წერს ფეისბუქში მაკა ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ ირმა ჩხაიძე და მისი დედა ვალენტინა ღლონტი კორონავირუსს ემსხვერპლნენ
[sexy_author_bio]