შოვში მეწყერს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.
ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვნიან.
ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, წაიღო მეწყერმა.