კაჭრეთში ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს, – ეს განცხადება გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა, რითაც უმრავლესობის შეხვედრაზე მისი არყოფნა ახსნა.
„მე ვიცი, რომ იქ არის სამუშაო სემინარი, არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, ამიტომ მოვხვდებით სემინარზე, თუ არა, ეს არ არის რაიმეს განმსაზღვრელი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.






























































