ფინჯანი ყავის გარეშე ზოგს დილა ვერ წარმოუდგენია. ბევრს ეს ცუდი თვისება ჰგონია, მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ, სარგებლობის მოტანა შეუძლია. ყავაში შემავალი კოფეინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, მის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტები, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დღეში სამ ფინჯან ყავაზე მეტს არ დალევთ. თუ კოფეინს დიდი რაოდენობით მიიღებთ, მაშინ უკუეფექტი დადგება.
ნუ დაემდურებით თქვენს თავს, თუ უქმე დღეებში დილით გამოძინება გიყვართ. იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ძილის რითმი დარღვეული აქვთ, იზრდება ადრეული სიკვდილიანობის რისკი. სამუშაო დღეებში ნორმალური ძილი უფრო მნიშვნელოვანია და სასარგებლო, ვიდრე პერიოდული გამოძინება.
მშობლები ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა გადააჩვიონ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას. მოზრდილებიც ყველანაირად ცდილობენ ამ ჩვევისგან თავის შეკავებას, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. და ყველაფერი იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ჩვევა ჩვენი ფსიქიკის ბუნებრივი თავდაცვის საშუალებაა. კი, ეს ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება, მაგრამ ხელს უწყობს დაწყნარებას, აზროვნების გაუმჯობესებას და რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებას.
ტელესერიალების ყურება არცთუ ისე მავნებელია. ჯერ ერთი, განწყობას გვიმაღლებს (დეპრესიიდანაც კი გამოვყავართ), მეორე, ემოციური ინტელექტის განვთარებაში გვეხმარება. მესამე, სერიალების გმირების ზოგიერთი მაგალითი ჭკუის სასწავლებელია და ცხოვრებაში გვეხმარება კიდეც. ეს ქალებს ბევრად უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე კაცებს.
ზოგიერთს ძალიან უჭირს დღე-ღამეში ორი ლიტრი წყლის მიღება. ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხომ ეს არის. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება რეკომენდირებულია, მაგრამ იგი საკმარისი უნდა იყოს კონკრეტულად თქვენი ორგანიზმისთვის. აი, ნორმის ზემოთ სითხის მიღებამ კი შეიძლება შეშუპება და ჯანმრთელობის დარღვევა გამოიწვიოს.
სიზარმაცე ორგანიზმის დამცავი საშუალებაა, რომელიც ეხმარება მას იმაში, რომ არ გადაიტვირთოს. თუ თქვენ პერიოდულად არ იზარმაცებთ, ჩქარა თქვენი შრომისუუნარობა ნულამდე დავა. ასევე მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ სიზარმაცე ეხმარება აზროვნების პროცესს ნორმაში მოყვანაში და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვაში
ლოგინში მიირთვა, არ არის მავნებელი, პირიქით ძალიან სასარგებლოა. თუ ჩვენ ნეგატიური ემოციების დროს და დაძაბულობის დროს მივირთმევთ, ეს ცუდათ აისახება ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ლოგინში კი სრულიად მოშვებული ვართ, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ამიტომ კუჭიც ადვილად ითვისებს იმას, რასაც ჩვენ მივირთმევთ.